თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო რადარის განთავსებას დათანხმდა. რადარი განკუთვნილია სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინებითვის. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რადარი თურქეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განლაგდება.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა, რომელიც თავდაცვის საკითხებს კურირებს, განმარტა, რომ რადარის დამონტაჟება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„ამავდროულად, მან არ დააკონკრეტა ზუსტი ადგილი, თუ სად განთავსდება რადარი", - წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები