დიღმის მასივში 73 წლის ქალმა თავი მოიკლა.
მარიამ ცუხიშვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოხტა.
გარდაცვლილი შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევის დროს ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ.
მეზობლების თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამხდარიყო. სამი თვის წინ ცუხიშვილმა მხედველობა დაკარგა.