მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შუა ხნის მამაკაცი, რომელიც გზაზე გადადიოდა "ბე-ემ-ვეს" ტიპის მანქანამ ჯერ გაიტანა, შემდეგ კი გადაუარა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
"ბე-ემ-ვეს" 23 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც ამ დროისთვის ფსიქოლოგიური შოკით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავარიის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.