ქურდული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი მამუკა მიქელაძე რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის გარეუბანში დააკავეს.
მიქელაძის დაკავების ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დაკავებულს ჩხრეკისას 5 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.
სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის საფუძველზე აღიძრა, რაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას გულისხმობს.
ინტეფრაქსის" ინფორმაციით, მიქელაძე ქართული ქურდული ოჯახის წარმომადგენელია და მან „დედ ჰასანის" და ტარიელ ონიანის ცნობილი დაპირისპირებისას პირველის მხარე დაიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიქელაძე აწგარდაცვლილ „იაპონჩიკთან" დაახლოებული პირი იყო. ბოლო დროს ის მოსკოვის შემოგარენში ცხოვრობდა.
ოპერატიული მონაცემებით, ის მონაწილეობდა ყველა დიდ კრიმინალურ თავყრილობაში და სხვადასხვა დაჯგუფების დაპირისპირებებისას აქტიურად იყო ჩართული „საქმეების" გარჩევა-დარეგულირებაში.