იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ესიხიკო ნოდამ ახალი მთავრობის ფორმირება დაასრულა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პრემიერის გადაწყვეტილებები ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან მიმართებაში, სადაც, შესაბამისად, ძიუნ აძუნი და კოიტირო გენბა დაინიშნენ.
ანალიტიკოსები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ ორივე მინისტრი შედარებით ახალგაზრდაა - 50 წლამდე.
"პრემიერმა შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსებს მისცა შესაძლებლობა იმოქმედონ იმ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რომელიც ამჟამად იაპონია", - აცხადებენ ანალიტიკოსები.