"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. პირველი აფეთქება მაშინ განხორციელდა, როდესაც სამართალდამცველები ერთ-ერთი მებრძოლის დაკავებას ცდილობდნენ, ხოლო მეორე აფეთქება დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ იქვე განხორციელდა, როდესაც სამართალდამცველები და ადგილობრივები იყვნენ შეკრებილნი პირველი შემთხვევის ადგილზე.
ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის თქმით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელია, ერთი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი და ერთიც მშვიდობიანი მოქალაქე.
ამ დროისთვის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.