ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლები აქციას გამართავენ.
ხვალ, 2 სექტემბერს, დაგეგმილ აქციაზე ქარხნის თანამშრომლები საწარმოში "არსებულ მძიმე სამუშაო პირობებსა და ცოტა ხნის წინ პროფკავშირების ექვსი წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას" გააპროტესტებენ.
აქცია გამაფრთხილებელი ხასიათის იქნება და ის ორ საათს გასტანს.