ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს სარდლობდა, სამხედრო სამსახურიდან წავიდა.
მისი "გაცილების" საზეიმო ცერემონიაზე პეტრეუსმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ხარჯების მოსალოდნელმა შემცირებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება.
„მაშინ, როცა ჩვენ სახელმწიფოს უწევს მძიმე საბიუჯეტო გადაწყვეტილების მიღება, ვიცი, რომ ჩვენი ლიდერები გაითვალისწინებენ, რომ ჩვენი ხალხი, სამხედრო ფორმიანი კაცები და ქალები, ჩვენი ჯარისკაცები არიან და რომ მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი უმაღლესი მიზანი უნდა იყოა", - განმარტა მან.
სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, გენერალი პეტრეუსი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის პოსტს დაიკავებს.