საფრანგეთის პრეზიდენტმა "დიდი ოცეულის" ლიდერებს ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდა ევროზონაში ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ გლობალურ დონეზე ამ ღონისძიებებს დადებითი შედეგი არ მოჰყვება.
"G20-ის ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად მოხდეს კონკრეტული გეგმის შემუშავება ეკონომკის გაჯანსაღებისათვის და საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დავეხმაროთ მილონობით ადამიანს სიღრიბისგან თვის დაღწევაში, რომლებიც ამ დღეში სწორედ რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ჩავარდნენ და ასევე შევამციროთ სახელმწიფო ვალები" - აღნიშნა სარკოზიმ.