დღეს, 1-ელ სექტემბერს, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები ისევ შეიკრიბება. ამჯერად ისინი პატიმართა საქმეებზე ზეპირ მოსმენას გამართავენ .
ზეპირ მოსმენაზე გადაწყდება თუ რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ პირობით ვადაზე ადრე.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა საბჭოებმა მიმდინარე თვეში მიღებული განცხადებების განხილვა გუშინ დაასრულეს.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.