ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი შეეცადა ტელეფონით ესაუბრა ალჟირის პრეზიდენტ აბდელ აზიზ ბუტეფლიკთან და მისთვის თავშესაფარი ეთხოვა. ამის შესახებ ალჟირის მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ალჟირის პრეზიდენტმა უარი განაცხადა კადაფისთან ურთიერთობაზე.
"პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა უთხრა ლიბიის ლიდერს, რომ ბუტეფლიკი ვერ შესძლებდა მასთან დალაპარაკებას", - წერს გაზეთი "ელ ბატანი".
"ალჟირის პოზიცია თვალნათელია და ის ნეიტრალურია, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ჩავერიოთ ლიბიის საშინაო საქმეებში", - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოცემის ინფორმაციით, ალჟირმა ლიბიელ ამბოხებულებთან შეთანხმებით ნება დართო კადაფის ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესულიყვნენ.
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს გაკეთდა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს თანხმობის შემდეგ. ამჟამად ჩვენ გვესმის კრიტიკა ამ ქმედების გამო და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ ეროვნული გარდამავალი საბჭოდან", - აცხადებენ ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლები.