ლიბიის დაამხობილი ლიდერის მუამარ კადაფის გეგმებთან დაკავშირებით მისმა შვილებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, სეიფ ალ ისლამმა განაცხადა, რომ კადაფის მხარდამჭერი ჯარები ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო მისი ძმის - საალის თქმით, იგი მოლაპარაკებებს ემხრობა, რათა დასრულდეს სისხლისღვრა.
უნდა აღინიშნოს, რომ კადაფის შვილების განცხადებები პარიზში რიგი სახელმწიფოების ლიდერებისა და ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრის წინ გაკეთდა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი იქნება იმ შეცდომების გათვალისწინება, რომელიც დაშვებულ იქნა თავის დროზე ერაყში.