ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ი სეზონს ახალი გადაცემებით გახსნის. მათ შორის სოციალურ-საზოგადოებრივ პრობლემების თოქ-შოუ იგეგმება, რომელსაც აკაკი გოგიჩაიშვილი წაიყვანს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჟურნალისტმა განუცხადა, გადაცემა მზადების პროცესშია.
"ეს იქნება გადაცემა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სხვა გადაცემებისგან განსხვავებით, ეს არ იქნება პოპულარულ ადამიანებზე აწყობილი თოქ-შოუ. აქ პრობლემების გადაჭრის საკითხებზე ვიმსჯელებთ. ამ ეტაპზე ფორმას ვარჩევთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონზე აკაკი გოგიჩაიშვილი "ბიზნეს კურიერში" მუშაობას გააგრძელებს.