რამადანის პერიოდში სირიაში მიმდინარე შეტაკებებს ხელისუფლებისა და დემონსტრანტებს შორის 473 კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ორგანიზაცია აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 360 სამოქალაქო პირია, ხოლო 113 - სამხედრო.
შეგახსენებთ, რომ სირიაში დემონსტრაციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები პრეზიდენტ ასადის გადაყენებას მოითხოვენ. პრეზიდენტი მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს.