ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო მუამარ კადაფის ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ალაპარაკდა. ამბოხებულების ცნობით, პოლკოვნიკი ახლა საბხაში იმყოფება.
მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლიბიის ლიდერის მხარდამჭერებს იარაღის დასაყრელად 4 დღე მისცეს და კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტას დასაკავებლად ემზადებიან.
პარალელურად, გაერო-მ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ლიბიის გარდამავალი საბჭოს კადაფის ბრიტანეთში გაყინული ანგარიშებიდან მილიარდ-ნახევარი დოლარი გადაეცემა, რომელიც ჰუმანიტარული პრობლემებისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასაწყებად უნდა დაიხარჯოს.