ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული გიორგი პაპუკაშვილი და 1986 წელს დაბადებული ირაკლი ესებუა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნიღბებით, გადაჭრილი სანადირო თოფით და პისტოლეტით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონებში მდებარე სასურსათო მაღაზიებს და სიცოცხლისთვის საშიში მუქარით სალარო აპარატებიდან მიჰქონდათ ფულადი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე და 260-ე მუხლეებით.