The Forbes - მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი წყვილები დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილზე ბარაკ და მიშელ ობამების წყვილი დასახელდა. რეიტინგის შემქმნელები წერენ, რომ ობამებმა ლიდერობა მოიპოვეს როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ და სატელევიზიო ინდუსტრიებში.
მეორე ადგილზე ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი მოხვდნენ, მესამეზე კი ბიონს ნოულზი და J-Z.
მერვე ადგილზე მოხვდა ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი. აღსანიშნავია, რომ ათეულში ჰილარი და ბილ კლინტონებიც მოხვდნენ. ისინი მე-9 ადგილზე არიან. ათეულს ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა ასრულებენ.