დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სახელი გადაერქვა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა "ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ" ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. 
ბრძანების თანახმად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს - "ხორნაბუჯი", სოფელ ჯაფარიძეს - "სამრეკლო", სოფელ ლენინოვკას კი - "ჭოეთი" ეწოდა.