სენაკში საზარელი მკვლელობა მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ყელგამოჭრილი იპოვეს.
თავდასხმა ირაკლი ფაღავას საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას საკუთარ სახლთან ოთხი უცნობი დახვდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ფაღავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. გარდაცვლილი სენაკში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.