ბოლივიის სასამართლომ დაასრულა ბოლოვიელი სამხედრო მაღალჩინოსნების საქმის განხილვა, რომლებიც 2003 წლის საპროტესტო აქციების დროს 64 ადამიანის მკვლელობასთან კავშირში იყვნენ ბრალდებულები.
აღნიშნული ფაქტი "გენოციდად" შეფასდა. გენერლებს - რობერტო კლაროს ფლორესს, ხუან ველიზ ერერას, ხოსე ოსვალდო ქუიროგას და გონსალო ალბერტო როკაბადოს, ასევე ერთ ადმირალს ლუის ალბერტო არანდა გრანადოსს სასამართლომ 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამხედრო მაღალჩინოსნების გასამართლება ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოლივიაში პირველი შემთხვევაა.
პატიმრობაში იმყოფება 2 ექს-მინისტრიც, რომლებიც სასჯელს ბრძანების გაცემისთვის იხდიან. 2003 წელს ქალაქ ელ ანტოში დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ ბოლივიიდან აშშ-ში ბუნებრივი აირის ექსპორტი შეწყვეტილიყო. საპროტესტო აქციების დროს ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 400 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ბოლივიის ამჟამინდელი ხელისუფლება მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ექსტრადირებას ამ დრომდე ცდილობს. მაშინდელი პრეზიდენტი სანჩეს დე ლოზადა და შვიდი ყოფილი მინისტრი აშშ-ში, პერუსა და ესპანეთში გაიქცნენ.