ქართველი პედაგოგები ინკლუზიური განათლების საკითხებზე ისრაელში მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 31 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერგი ბრიფინგს გამართავენ.