დღეს, 31 აგვისტოს, 2, 6 და 9 სექტემბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქვესადგურ "საბურთალო-1"-ში მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზებზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოს გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება გამსახურდიას და ყაზბეგის გამზირების ნაწილის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ბურძგლას, ცაგარელის, საირმის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონეტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.