ლონდონში ნოტინგ ჰილის ფესტივალის მეორე დღეს პოლიციელთა სარეკორდო რაოდენობა იყო მობილიზებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის სამართალდამცველებმა თვის დასაწყისში მომხდარი მასშტაბური არეულობების გამო მიიღეს.
ფესტივალის მეორე დღეს 5 500 პოლიციელი იყო მობილიზებული. სამართალდარღვევები ფესტივალზე წინა წლებში შეინიშნებოდა. 2010 წელს 68 კაცი დააკავეს, 2009 წელს - 132.