დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, რუსი ჩინოვნიკების მიმართ სავიზო სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ფონდ "Hermitage Capital"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბრიტანელმა პარალამენტარებმა უკვე მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ აშშ-ის მსგავსად რუსი ჩინოვნიკების მიმართ "მაგნიტსკის სია" შეიმუშაონ.
"ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ყოფილმა მინისტრმა ევროპიის საკითხებში დენის მაკშეინმა ხელისუფლებას მიმართა, დაუყოვნებლივ მიბაძოს აშშ-ს და რუსეთის რიგი ოფიციალური პირები მიმართ სავიზო რეჟიმი გაამკაცროს", - ნათქვამია "Hermitage Capital"-ის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაკშეინმა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვაც გაუგზავნა.
"იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გააჩნია არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მიგაჩნიათ თუ არა გამართლებულად ჩვენს ქვეყანაში რუსების შემოსვლა, რომლებიც მონაწილეები არიან ქურდობაში, ყაჩაღობაში, წამებასა და მკვლელობებში და ვისი ყოფნაც აშშ-ის ხელისუფლების მიერ არასასურველად უკვე მიჩნეულია", - ნათქვამია ბრიტანელი დეპუტატის კითხვაში.
კითხვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ დროისთვის განიხილავენ სავიზო სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციის შემუშავების საკითხს.
ჰოლანდიის პარლამენტმაც ერთხმად დაუჭირა მხარი "მაგნიტსკის სიაში" შესული პირებისთვის სავიზო რეჟიმზე სანქციების დაწესებას. ანალოგიური პროექტი მზადდება დიდ ბრიტანეთის პარლამენტშიც.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ივლისში "შავ სიაში" შეიტანა რუსეთის ოფიალური პირები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ფონდ "Hermitage Capital"-ის თანამშრომლის, სერგეი მაგნიტსკის" სიკვდილთან.