ორგანიზაცია Global Liveability Survey-ის კვლევის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე სასურველ ქალაქად მელბურნი დასახელდა. მელბურნმა გადაასწრო ვანკუვერს, რომელიც 2002 წლის შემდეგ ლიდერობდა. ავსტრალიისა და კანადის ქალაქებმა საუკეთესო ათეულში მთლიანობაში 7 ადგილი დაიკავეს.
საუკეთესო ათეულის სიაში შემდეგი ქალაქები მოხვდნენ: მელბურნი (ავსტრალია), ვენა (ავსტრია), ვანკუვერი (კანადა), ტორონტო (კანადა), კალგარი (კანადა), სიდნეი (ავსტრალია), ჰელსინკი (ფინეთი), პერთი (ავსტრალია), ადელაიდა (ავსტრალია) და ოკლენდი (ახალი ზელანდია).
საცხოვრებლად ყველაზე არასასურველი ქალაქების ათეულში კი შემდეგი ქალაქები აღმოჩნდნენ: აბიჯანი (კოტ დივუაური), თეირანი (ირანი), დოუალა ( კამერუნი), ყარაჩი (პაკისტანი), ტრიპოლი (ლიბია), ალჟირი (ალჟირი), ლაგოსი (ნიგერია), პორტ მორესბი (პაპუა ახალი გვინეა), დაკა (ბანგლადეში) და ჰარარე (ზიმბაბვე).