საქართველში ეროვნული თანხმობისა და საყოველთაო შერიგების პროცესი იწყება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "9 აპრილის" საზოგადოებიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგზე ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" და "9 აპრილის" საზოგადოების წარმომადგენლები ეროვნული მოძრაობის "ახალი ტალღის" დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
ღონისძიების ორგანოიზატორები საქართველში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზედაც ისაუბრებენ.