მუამარ კადაფი ტრიპოლიდან საბაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას კადაფის 17 წლის შვილის, ხამისის მცველზე დაყრდნობით, "Sky News" ავრცელებს. მცველის თქმით, კადაფიმ ტრიპოლი 26 აგვისტოს ღამით დატოვა.
კადაფის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ტრიპოლიში შეტაკებების დაწყების შემდეგ ვერ ხერხდება. როგორც მცველი ამტკიცებს, მან ამის შესახებ ხამისისა და მამამისის პარასევის შეხვედრაზე გაიგო. ისინი კადაფის რეზიდენციაში შეხვდნენ ერთამენთს, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.