თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად 6 კაცი დაშავდა. მოსკოვის გამზირზე სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამარშრუტო ტაქსის მძღოლის თქმით, ავარიის მიზეზი მსუბუქი ავტომანქანა გახდა, რომელმაც წინ გაუწრო. მძღოლის მტკიცებით, მან სცადა ავტომანქანისთვის გვერდი აევლო, საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.