ნიგერიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი არეულობის დროს 20-მდე კაცი დაიღუპა და 50 დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუსულმან და ქარისტიან ახლაგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა. ისინი დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. არეულობის დროს ხულიგანთა ბანდებმა მაღაზიები გაძარცვეს და ავტომანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.
ნიგერიის მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ეთნიკურ და რელიგიური ნიადგაზე ეს პირველი დაპირისპირება არ არის.