ლიბიელმა ამბოხებულებმა ქვეყნაში ეთნიკური წმენდა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეზე, ჟან პინგიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, არაოფიციალური ინფორმაციით, ამბოხებულები, მას შემდეგ რაც ტრიპოლიდან ქვეყნის ლიდერი მუმარ კადაფი განდევნეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა შავკანიანის მიმართ ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ.
სააგენტო "Associated Press" ინფორმაციით, აჯანყებულები არც კი ცდილობენ აფრიკიდან სამუშაოდ ჩამოსული მიგრანტები კადაფის მიერ დაქირავებული ჯარისკაცებისგან გაარჩიონ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აფრიკის კავშირი ლიბიის გარადამავალ მთავრობას არ აღიარებს.
ლიბიის არმიის შემადგენლობაში, რომელიც კადაფის მხარეს იბრძვის, "შავი ბრიგადაც" შედის. "შავი ბრიგადის" წევრები აფრიკის ქვეყნებიდან დაქირავებული ჯარისკაცები არიან.