მუამარ კადაფის შვილმა, აიშა კადაფიმ დღეს გოგონა გააჩინა. აიშა კადაფიმ, ალჟირში იმშობიარა და როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ის და მისი პატარა თავს კარგად გრძნობენ. კადაფის ოჯახის ალჟირში გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
როგორც "ალ არაბია" იუწყება, ლიბიის დროებით მმართველ მუსტაფა აბდელ ჯალილს არ სჯერა, რომ კადაფიმ და მისმა ოჯახმა ოჯახმა ქვეყანა დატოვეს. მისი თქმით, ალჟირი ვალდებულია , რომ "კრიმინალებს" მფარველობა არ გაუწიოს.
ამის საპირისპირო განცხადება გააკეთა ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ამარ ბელანიმ. მისი თქმით, მის ქვეყანას მთელი რიგი "ჰუმანიტარული მიზეზების" გამო, ჰქონდა უფლება, რომ კადაფის ცოლი და სამი შვილი ქვეყანაში შეეშვათ.