შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე და სომხეთის მოქალაქე, სარჯის ღაზრიანი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად თითოეულ მათგანს დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.