ქვესადგურში "საბურთალო-1" მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზებზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების გამო 31 აგვისტოს, 2, 6 და 9 სექტემბერს 13 საათიდან 15 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გამსახურდიას და ყაზბეგის გამზირების ნაწილის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ბურძგლას, ცაგარელის, საირმის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონეტებს ელექტრომომარაგება აღუდგება