ბლუზის ამერიკელი მომღერალი დევიდ ედვარდსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მისმა მენეჯერმა განაცხადა, ის ჩიკაგოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, ედვარდსი იყო ბლუზის შემსრულებლების იმ უნიკალური თაობის ბოლო წარმომადგენელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოღვაწეობდნენ. მიუხედავად მისი ასაკია, ედვარდსი 90-იან წლებში, წელიწადში 70 კონცერტის ჩატარებას მაინც ახერხებდა.
ედვარდსმა 2008 წელს გრემი გადაეცა ტრადიული ბლუზის შესრულებისთვის, ხოლო 2010 წელს მიღწელი შედეგებისთვის გადაეცა აღნიშნული ჯილდო.
ედვარდსის ყველაზე ცნობილი სიმღერებია Just Like Jesse James, Long Tall Woman Blues და Gamblin' Man. ედვარდსი სიმღერასთან ერთად, გიტარაზეც უკრავდა და მისი დაკრული სპეციალისტებისგან მუდმივად დადებითად ფასდებოდა.
ედვარდსი 1915 წელს, მისისიპის შტატის ქალაქ შოუში დაიბადა. ედვარდსმა გიტარაზე დაკვრა ადრეულ ასაკში ისწავლა და 14 წლის ასაკში ის Delta Blues მუსიკოსებს შეუერთდა. ისინი ამერიკის სხვადასხვა მხარეში მოგზაურობდნენ და კონცერტებს მართავდნენ. Delta Blues 1930-40-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ბლუზ-ბენდი იყო. ედვარდსმა პროფესიონალურ დონეზე დაკვრა 17 წლისამ დაიწყო.