ქარელში გელუტაშვილების ოჯახში სტუმარმა მასპინძელი მოკლა.
ალეკო ცენგირაშვილი გელუტაშვილების ოჯახში, სადაც შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ, სტუმრად იმყოფებოდა.
მეზობლების განცხადებით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც ცენგირაშვილს სუფრის რამდენიმე წევრთან მოუვიდა.
სტუმარმა მასპინძელი სანადირო თოფით, ორჯერ გასროლით მოკლა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე წუთში მეზობლებმა დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.