ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ოჯახის წევრებმა ალჟირი დატოვეს და სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "Sky News" იუწყება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რომელ სახელმწიფოში გადავიდა კადაფის ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 29 აგვისტოს ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მუამარ კადაფის ცოლი საფია ფარკაში, მისი ვაჟი მუჰამედი და ჰანიბალი, ასევე მისი გოგო აიშა ალჟირში იმყოფებოდნენ.
მას შემდეგ კი რაც ცნობილი გახდა ლიბიის ლიდერის ოჯახის ადგილსამყოფელი, აჯანყებულები აცხადებდნენ, რომ მეზობელ ქვეყანას აუცილებლად მიმართავენ მათი გადმოცემის მოთხოვნით.
ამასთან, ტელეკომპანია "Sky News" ინფორმაციით, მუმარ კადიაფი ქალაქ ბანი-ვალიდის რაიონში ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 კილომეტრში იმყოფება.