მეამბოხეების სამხედრო მეთაურის განცხადებით, მათ ერთ-ერთი შეტაკებისას მუამარ კადაფის შვილი ჰამისი და ლიბიის დაზვერვის სამსახურის უფროსი აბდულა ალ სენუსი მოკლეს. სენუსი ამასთანავე კადაფის სიძეც იყო.
როგორც როიტერი იუწყება, თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე გამოდგა, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა 6-თვიან სამოქალაქო ომში მეამბოხეების გამარჯვებისა.
"ჩვენ თითქმის უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ჰამის კადაფი და აბდულა ალ სენუსი მოკლულები არიან. ისინი ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ ქალაქ ტარჰუნაში შაბათს, ბრძოლის დროს მოკლა", - განაცხადა ლიბიის გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა აჰმედ ბანმა ტელეკომპანია "ალ არაბიასთან" საუბრისა.
მისი თქმით, ისინი ლიბიის ერთ-ერთ ქალაქში ბანი ვალიდში დამარხეს.