რამაზ ჩხიკვაძის მეუღლეს, ნატაშა ჩხიკვაძეს დღეს, 30 აგვისტოს  დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც  "ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა, მაკა საჯაიამ განუცხადა, დაკრძალვის ცერემონია  15:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნატაშა ჩხიკვაძე პრაღიდან, სადაც ის მეუღლე - რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში რამდენიმე დღის წინ  ჩამოასვენეს.