2-7 სექტემბერს ბათუმი Caucasus Open Poker Tournament-ს უმასპინძლებს. მანამდე, 31 აგვისტოს, 12:00 საათზე, "ბათუმის შერატონში"  პოკერის საერთაშორისო ტურნირ Caucasus Open Poker Tournament (COPT)-სთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. 
ტურნირის ორგანიზატორია "ევროპაბეთი".
პრესკონფერენციაზე ტურნირის შესახებ ისაუბრებენ ქალაქ ბათუმის მთავრობის წარმომადგენლები, ევროპაბეთის ადმინისტრაცია და  სპეციალურად აზერბაიჯანიდან მოწვეული ტურნირის დირექტორი ნაზიმ იზმაილოვი.