მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2012 წლის მაისში დასრულდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინიციატივით, მარჯანიშვილის ქუჩის, მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განხორციელდება საზოგადოებრივი სივრცისა და სატრანსპორტო სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სახლების სახურავები, გამაგრდება შენობები, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვლება სადარბაზოების კარები და აღდგება სახლების ფასადები, დამონტაჟდება ახალი ლამპიონები.
მარჯანიშვილის ქუჩაზე აშენდება ახალი მრავალფუქციური შენობები და მოეწყობა საფეხმავლო პასაჟი.