ლიბიის ლიდერის, პოლკოვნიკ მუმარ კადაფის 19 წლის ქალიშვილმა ნისრანმა აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს 11 აჯანყებული მოკლა.
"მათ ოთახში სათითაოდ შეჰყავდათ ადამიანები და მე იძულებული ვიყავი მესროლა. თავიდან ვცდილობდი, არ შემეხედა და გვერდით მესროლა, მაგრამ ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ თუ არ მოვკლავდი, მაშინ მე მომკლავდნენ", - აცხადებს კადაფის შვილი.
ნისრანის თქმით, კადაფის არმიასთან შეერთება მას დედამ, ფატიმა ელ-დერბიმა აიძულა, რომელიც ლიბიის ლიდერის პარტიის ქალთა ორგანიზაციის მეთაური იყო.
მისი მტკიცებით, ის ტრიპოლის ელიტარული ბრიგადის მეთაურმა მანსურომ გააუპატიურა. მანსუროს კი გოგონა დედამ, ფატიმა ალ-დერბიმ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ნისრანი ტრიპოლის შტურმის დროს აჯანყებულბს ტყვედ ჩაუვარდა. იგი ამჟამად მიტიგას სამხედრო ჰასპიტალში პატიმრობაში იმყოფება.