თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას განცხადებთ, საქართველოს მთავრობა ასაკით პენსიონერების დაზღვევის საკითხს განიხილავს.
მისი თქმით, სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გაიმართება შეხვედრა და აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.
ქაცარავას განმარტებით, პენსიონერთა დაზღვევა მოხდება იმავე პაკეტით, რითაც დღეს სოციალურად დაუცველები სარგებლობენ. პენსიონერთა დაზღვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
"დღეისთვის თბილისში სახელმწიფო დაზღვევით 250 ათასი ადამიანი სარგებლობს. უახლოეს ორ წელიწადში კი, ყველა პირი დაზღვეული უნდა იყოს. ადამიანები თავად უნდა ეზღვეოდნენ კერძო სადაზღვევო კომპენიებში, რადგან უფრო იოლად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი", - განაცხადა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ქაცარავამ.