დუშეთის რაიონში ძმამ ძმა მოკლა. სოფელ გვიდაქეში 50 წლის ჟორა კვიტიძემ, სანადირო თოფიდან ოთხი გასროლით, 15 წლით უმცროსი საკუთარი ძმა, ვაჟა კვიტიძე მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ქონების გაყოფა გადაწყვიტეს. ინციდენტის დროს კი ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს წინასწარი ინფორმაციაა. მკვლელობას გარდაცვლილის ოჯახი შეესწრო, მაგრამ მათ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.
ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავა. ამ დროისათვის ვაჟა კვიტიძის ცხედარი თბილისში, მის საცხოვრებელ სახლშია გადმოსვენებული.