ერაყის დედაქალაქ ბაღდადში უმ ალ ქურას მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა ერაყის პარლამენტის წევრი ხალიდ ალ-ფაჰდავი. ტერორისტული აქტი რამადანის ბოლო კვირას განხორციელდა. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს განხორციელებულ შეტევების სერიას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები