ლიბიის ოპოზიცია მუამარ კადაფისთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ლიბიის გარდამავალმა საბჭომ სპეციალური განცხადება გააკეთა. ოპოზიცია ასევე კვლავ ვერ ასახელებს კადაფის ზუსტ ადგილსამყოფელს.
ლიბიაში, ამ დროისთვის ბრძოლები კადაფის მშობლირ ქალაქ სირტედან 30 კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს. მეამბოხეების მეთაურის თქმით, მაქსიმუმ 10 დღეში, ისინი მოახერხებენ სირტეს აღებასა და კადაფის ბოლო ლეგიონის განადგურებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს მუამარ კადაფი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოვიდა.