ლიბიის გარდამავალი საბჭო ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველად ამ დროისთვის მსოფლიოს 46 - მა ქვეყანამ სცნო, მათ შორის არ არის საქართველო.
ამ ქვეყნების სია "როიტერმა" გამოქვეყნა: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰრეინი, ბელგია, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, კანადა, ჩადი, ხორვატია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გამბია, გერმანია, საბერძნეთი, ერაყი, იტალია, იაპონია, იორდანია, კუვეიტი, ლატვია, ლიბანი, ლუქსემბურგი, მალდივი, მალტა, მონტენეგრო, მაროკო, ჰოლანდია, ნიგერი, ნიგერია, პალესტინის ავტონომია, პანამა, პორტუგალია, ყატარი, სენეგალი, სლოვენია, ესპანეთი, ტოგო, ტუნისი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და ამერიკის შეერთებული შტატები.
გარდამავალი საბჭო არ უღიარებია ჩინეთს და რუსეთს. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი ლეგიტიმურად მაშინ ცნობს გარდამავლ საბჭოს, როდესაც ისინი ახალ დემოკრატიულ პროცესებს წამოიწყებენ.