ტაიფუნ "ნონმადოლს" ფილიპინებში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირე ასაკისაა. ქვეყნის საგანგებო სამსახურის უფროს ბენიტო რამოსის განცხადებით, ტაიფუნმა მსხვერპლი პანგასინანის პროვინციაში, ქალაქ ბაგუიოში და ატანდუანეს პროვინციაში გამოიწვია.
ფილიპინების ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიული სააგენტობის ინფორმაციით, ტაიფუნის სიძლიერე შემცირდა და მან ჩრდილო-დასავლეთით გააგრძელა მოძრაობა. ის ამ დროისთვის ტაივანს უტევს.