სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დღეს ქართველ მღვდელმთავრებს მახათას მთაზე მშენებარე ლავრაში წირვა-ლოცვა აღსრულების კურთხევა მისცა.
პატრიარქის თქმით, იგი ქართველ მღვდელთმთარებს კურთხევას აძლევს მახათას მთაზე მშენებარე ლავრაში წირვა-ლოცვა შეძლებისდაგვარდ აღასრულონ, რადგან ამ ტაძრის მშენებლობას სულიერი თანადგომაც სჭირდება.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დეკანოზი ტიმოთე წიკლაური დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, მღვდელი თეიმურაზ მჟავანაძე დეკანოზის ხარისხში აიყვანა და მას ოქროს ჯვარი უსახსოვრა.
დღესვე ილია მეორემ მაკალათიების, ჩხეტიანების, რობაქიძეების და გაბოძეების გავარები დალოცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 აგვისტოს, ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.