მერილენდში ძლიერი ქარის გამო ბირთვული რეაქტორი გაითიშა. როგორც რეაქტორის ხელმძღვანელობა აცხადებს, სიტუაცია კონტროლ ქვეშაა და რაიმე საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
ქარიშხალი "აირინის" თანმხლები ქარის სიჩქარე ამ დროისთვის 80-100 კმ/სთ-ია და ის მერილენდის სანაპიროს უტევს.
ხელისუფლებამ მერილენდში ძლიერი ქარის გამო გამოძახებებზე სამაშველო მანქანების გაგზავნა შეწყვიტა.
ქარიშხალმა ამ დროისთვის მერილენდში, ვაშინგტონსა და ალაბამაში მთლიანობაში ასიათასობით ადამიანი დააზარალა.
ნიუ-ჯერსიში "აირინის" გამო მილიონამდე ადამიანს სახლების დატოვება მოუწია.
ქარიშხალმა მსხვერპლიც გამოიწვია. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 10 გარდაცვლილზე, თუმცა CNN-ს მტკიცებით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ მეტია.