ქარიშხალ "აირინის" შედეგად დაღუპულთა რაოდენოება ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჩრდილოეთ კაროლინაში დაღუპულია ოთხი ადამიანი - ორი, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანი იყო ავტოკატასტროფაში, ერთი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხის ქვეშ მოყვა, მეოთხეს კი შიშის გამო ინფარქტი დაემართა.
ვირჯინიაში სამივე დაღუპული მოგლეჯილი ხის ქვეშ მოჰყვა.
ფლორიდაში კი 55 წლის მამაკაცმა გაფრთხილებების მიუხედავად ზღვაში სერფინგით შესვლა გადაწყვიტა და დაიხრჩო. სხვა დაღუპულების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
იმის მიუხედავად რომ ქარიშხლის სიძლიერე საფირ-სიმპსონის შკალით პირველ დონემდეა დაწეული, ის ჯერ კიდევ დიდი საფრთხეს უქმნის აშშ-სა და მის მოსახლეობას.